logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოიხსნება პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა, რაც დროული და ადეკვატური ნაბიჯია
- +

25 თებერვალი. 2021. 02:29

 

 

ნიკოლოზ მჭედლიშვილი მთავრობის მიერ დაანონსებულ გეგმას, შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს. საკითხს ექსპერტი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მთავრობის გადაწყვეტილებით შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოიხსნება პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა, რაც ჩემი აზრით, დროული და ადეკვატური ნაბიჯია ეპიდემიულოგიური ვითარებიდან გამომდინარე.

არ იხსხნება შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე, ეს კი მე პირადად, და სხვებსაც ძალიან აწუხებთ, მაგრამ ვემორჩილებით წესებს, რათა ეპიდემიის გავრცელება შეზღუდული იყოს.

ეკონომიკის გახსნამ შვება უნდა მისცეს ბიზნესს და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტრენდს დაუბრუნდება 2021 წელს“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner