logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი: მიშა სააკაშვილს „სამოქალაქო ომის“ სიზმარი არ აუხდება
- +

25 თებერვალი. 2021. 11:04

 

თამარ ტალიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება უმრავლესობის წევრმა „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა.

 

„1918-1921 წლებში ბოლშევიკური დაჯგუფებები ქვეყნის დასუსტებას სწორედ სამოქალაქო ომის გაღვივებით ცდილობდნენ , როგორც მატიანე გვამცნობს: „მძიმე რჩებოდა ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, რასაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციური ძალები, უპირველეს ყოვლისა - ბოლშევიკები. მათი ხელშეწყობით ადგილი ჰქონდა მუშათა გაფიცვებს და გლეხთა აჯანყებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მიუხედავად ამისა, მკაცრი პოლიტიკური დისციპლინის წყალობით, თავიდან იქნა აცილებული რუსეთის ტერიტორიიდან სამოქალაქო ომის გავრცელების საშიშროება. საბოლოოდ, ეს პროცესი 1921 წლის 25 თებერვალს მაინც ტრაგიკულად - საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა.

 

მიშა სააკაშვილს „სამოქალაქო ომის“ სიზმარი არ აუხდება, არა იმიტომ, რომ ეს რუსეთს 100 წლის შემდეგაც არ სურს, არამედ იმიტომ, რომ 100 წლის შემდეგ, მიუხედავად COVID კრიზისისა, საქართველო დღეს ბევრად უფრო ძლიერია! ტყუილად არ უომიათ ჩვენს გმირებს!“ - წერს თამარ ტალიაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner