logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციას: თქვე მანიაკებო! თქვენ და თქვენმა მამებმა დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება!
- +

25 თებერვალი. 2021. 12:44

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ამ იდიოტებს თბილისი-რუსთავის გზაზე ყოველდღე მოძრაობა ჰგონიათ ეროვნული მოძრაობა!

 

თქვე მანიაკებო! თქვენ და თქვენმა მამებმა დაამხეთ ეროვნული ხელისუფლება!

 

თქვენმა მამა-პაპამ ძარცვა ეს ქვეყანა!

 

თქვენი მშობლების პაპები შემოუძღვნენ თბილისში წითელ არმიას!

 

თქვენი მშობლების პაპებმა გაჟლიტეს საქართველოს არისტოკრატია და ინტელიგენცია!

 

თქვენ როგორ იქნებით ეროვნულ მოძრაობაში, თქვე საქართველოს მოღალატეების შთამომავლებო?!

 

თქვენ რა იცით, რა არის ეროვნულობა და ეროვნული მოძრაობა?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner