logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ვახო სანაიაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან მიმართებით აღსანიშნავია შსს-ს ოპერატიული რეაგირება, მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა
- +

25 თებერვალი. 2021. 17:29

 

 

„ყოვლად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა, განსაკუთრებით თუ ეს დაკავშირებულია პირის პროფესიულ საქმიანობასთან“, - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.

 

როგორც უმრავლესობის წევრი „ფეისბუქზე“ წერს, სახელმწიფოს ყოველთვის ექნება მკაცრი რეაგირება ამ ტიპის ინციდენტებზე.

 

„სახელმწიფოს ყოველთვის ექნება მკაცრი რეაგირება ამ ტიპის ინციდენტებზე. ძალადობა დანაშაულია და ყველამ უნდა აგოს პასუხი!

 

ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან მიმართებით აღსანიშნავია შსს-ს ოპერატიული რეაგირება, რასაც უკვე მოჰყვა 3 პირის დაკავება“, - წერს ანრი ოხანაშვილი.

 

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე. შემთხვევა დღეს წყნეთის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner