logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა
- +

25 თებერვალი. 2021. 18:12

 

„იმედია, მოქალაქეები თავად გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და ჩვენვე გავამკაცრებთ წესების დაცვას მაკონტროლებლების გარეშე, რადგან ახლიდან არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება“, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

აღნიშნული პოსტით იგი გარკვეული შეზღუდვების მოხსნის საკითხს ეხმიანება.

 

„ძალიან კარგია, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ დროში გაწერილი გეგმა გამოცხადდა და არა მხოლოდ ერთი ეტაპი, როგორც მანამდე, რათა ბიზნესმა, ხალხმა, დაგეგმონ და მოემზადონ.

 

მოკლედ, როგორც ვხედავთ, მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, ჩვენთანაც და მსოფლიოშიც, 7 მლრდ ადამიანი არავის დაუხოცავს და ჩაკეტვის ინტერესიც არავის აქვს. დაჩიპვის შიშიც გაუვლის ხალხს.

 

შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი: სამთო კურორტები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იხსნება 25 თებერვლიდან;

 

რესტორნების შიდა სივრცეები, ბავშვთა ბაგები 1 მარტიდან;

 

ბაზრობები, საცალო და სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტების საბაგიროები 8 მარტიდან;

 

თეატრები, ანსამბლები, სპორტული კლუბები და დარბაზები 15 მარტიდან;

 

სპორტული შეჯიბრები, თეატრალური წარმოდგენები 1 აპრილიდან.

 

ესაა, რაც მოვასწარი. მაინც გადაამოწმეთ. იმედია, მოქალაქეები თავად გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და ჩვენ გავამკაცრებთ წესების დაცვას მაკონტროლებლების გარეშე, რათა ახლიდან არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: პირბადეები, ხელების ხშირი დასპირტვა/დაბანა, განსაკუთრებით, როცა რაიმეს შევეხებით და ა.შ.“, – წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner