logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი ოპოზიციის აქციაზე: პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს
- +

26 თებერვალი. 2021. 15:24

 

 

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები მართავენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„კახეთში, და აღმოსავლეთ საქართველოში, ზოგადად, პანაშვიდებზე უფრო ნაკლები ხალხი დადის, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ასეთია ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში... ჰოდა, ოპოზიციის დღევანდელი აქცია არ მინდა დავაკნინო და ვიტყვი, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დასავლეთ საქართველოს დიდი პანაშვიდის ოდენობის ხალხი მივიდა. თუმცა, ვამჩნევ, რომ ოპოზიციას ამისიც რცხვენია უკვე, პარლამენტის წინ არ გაჩერდნენ დიდხანს, სადაც სივრცეს ვერ ავსებენ და მათი სიმცირე კარგად ჩანს, ხოდა დაიძრნენ კანცელარიის წინ მდებარე პატარა მოედნისკენ. აქ, ამ სივრცეს კი კახური პანაშვიდიც კი შეავსებს!“ - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner