„რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთი ათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ. უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ“, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს.
მეგრელიშვილი „ფეისბუქის“ საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და მათ ლუზერებს უწოდებს.
„თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიების პროვოკაცია...
თქვენდამი მხარდაჭერა ჯამში 39%-ს აღწევს;
ქუჩაში ხალხის მობილიზებას თქვენ ვერ ახერხებთ;
პარლამენტში კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა თქვენ არ შეგიძლიათ;
ლუზერები ხართ!
რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთი ათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ.
უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ“, - წერს მეგრელიშვილი.
ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.