logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ვერ ახერხებენ მიტინგზე იმ რაოდენობის მონაწილეთა მიყვანას, რაც ალბათ, ძალიან სურთ
- +

26 თებერვალი. 2021. 15:51

 

 

„ვერ ახერხებენ მიტინგზე იმ რაოდენობის მონაწილეთა მიყვანას რაც ალბათ ძალიან სურთ, მაგრამ არ გამოსდით. ეს იმიტომ ხდება, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის 82% არ სურს პროცესების რადიკალიზაცია და ლოგიკურად აღარ სურთ რადიკალების მხარდაჭერა, რომლებიც 5% მხარდაჭერის ამარაღა დარჩნენ“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

 

ანჯაფარიძე დარწმუნებულია, მიტინგზე ბევრი გარკვეული საზღაურის ფასად მიიყვანეს.

 

„მაშ ასე, პირველი შთაბეჭდილებები „ფანჩატურის ოპოზიციის“ მიტინგობიდან. თითქმის დარწმუნებული ვარ, ბევრი იქ გარკვეული საზღაურის ფასად მიიყვანეს. დღეს გამოჩნდა, რომ „52%-ის მხარდაჭერა“ ბლეფია, ასევე, გამოჩნდა ისიც, რომ პარლამენტში გასული პარტიები ერთიანად 39% რომ მოკრიფეს, ვერ ახერხებენ მიტინგზე იმ რაოდენობის მონაწილეთა მიყვანას, რაც ალბათ, ძალიან სურთ, მაგრამ არ გამოსდით. ეს იმიტომ ხდება, რომ სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის 82% არ სურს პროცესების რადიკალიზაცია და ლოგიკურად აღარ სურთ რადიკალების მხარდაჭერა, რომლებიც 5% მხარდაჭერის ამარაღა დარჩნენ. ისე სხვათა შორის, კარვებში ცხოვრებას მიჩვეული იყო ვლადიმერ ულიანოვი“,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner