logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ
- +

26 თებერვალი. 2021. 18:02

 

 

„პროტესტით ვერ მიიყვანეს, ახლა კონცერტით ცდილობენ - ახლა კონცერტი თუ გიშველით მარტო“, - ექსპერტი დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიტინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„სამშაბათის „იმედის ფაქტორში“ ორი საათის განმავლობაში 14 ათასმა ადამიანმა დარეკა ინტერაქტივში და ნიკანორ მელიას დაკავებას დაეთანხმა. ზარი ფასიანი იყო. აქ დარწმუნებული ვარ, აქეთ გადაუხადეს, სამი დღე ამზადებდნენ სრულიად საქართველოს მასშტაბის აღშფოთების წარმოდგენას, მაგრამ 5 ათასამდე მეტი მხარდამჭერი ვერ შეაგროვეს. არ აჩერებს გამჩენი. კიდევ უნდა შევიკრიბოთო. პიკეტირებაო. კარვებიო. უწყვეტი პროტესტიო. ოსტაპ ბენდერის ცნობილი ბრენდის ფონზე: „Заграница нам поможет!" - სექტანტების საპარასკევო პოლიტიკურ „ფსალმუნთა“ მსახურება თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა. ქატო იქით, პური აქეთ. The End“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner