„ვერ დავიბადეთ ხელახლა, ვერ მოვიშალეთ ურთიერთმტრობა, სიძულვილი...“, - ამის შესახებ ქართული უნივესიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე „ფეისბუქის“ საკუტარ გვერდზე წერს.
„ასი წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ავტოკეფალია აღდგენილი საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელმა უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქმა კირიონ ll-ემ ასე შეაფასა ჩვენი ხალხის მაშინდელი განწყობა: "ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, შორიდგან თვლყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია” ...
ასი წლის შემდეგაც იგივე შეიძლება ითქვას, ვერ დავიბადეთ ხელახლა, ვერ მოვიშალეთ ურთიერთმტრობა, სიძულვილი...
ვტრიალებთ, ვბორგავთ და ერთ ადგილს ვტკეპნით...
მშვიდობას, გამთლიანებას, ურთიერთთანადგომის სურვილს და სამშობლოს ინტერესებისათვის ერთიანობას გისურვებ საქართველო“, - წერს ვარდოსანიძე.