logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: თუ ამ პარტიებს დედაქალაქში მეტი მხარდამჭერი არ ჰყავთ, დაირქვან დაუკმაყოფილებელთა ჯგუფი - პარტია არა ხსნის არმია კიდო...
- +

27 თებერვალი. 2021. 01:49

 

 

„თუ ამ პარტიებს დედაქალაქში მეტი წევრი და მხარდამჭერი არ ჰყავთ, დაირქვან დაუკმაყოფილებელთა ჯგუფი. პარტია არა ხსნის არმია კიდო...“, - ამის შესახებ მწერალი და პოეტი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება თბილისში,  25 თებერვალს გამართულ აქციას.

 

„არჩევნების შედეგით გაბრაზებული 50 პარტია შეიკრიბა ა.წ. 26 თებერვალს პარლამენტის წინ, დაახლოებით 1500 სული.

ანუ საშუალოდ 30 სული თითო პარტიიდან.

გინდაც ნაცები ყოფილიყვნენ დიდი უმრავლესობა, ვთქვათ 1000.

გამოდის რომ დანარჩენი პარტიებიდან თითოდან 10 სული იყო.

თუ ამ პარტიებს დედაქალაქში მეტი წევრი და მხარდამჭერი არ ჰყავთ, დაირქვან დაუკმაყოფილებელთა ჯგუფი. პარტია არა ხსნის არმია კიდო...

ყველა ქართულ სუფრაზე ხუთი ამდენი მარტო საძმაკაცო იკრიბება. ანუ გამოდის, რომ ამ პარტიებში არის ხალხი, რომელსაც მყვარებელიც არავინ ჰყავს და მაშ სახელმწიფო მართვაში რაღა ესაქმებათ?

მაგრამ გიჟები არიან და მათზე უგიჟესნი კი ჩვენ ვართ, რომ რამდენიმე ხურუშიანს რამდენჯერაც  წამოუვლის, იმდენჯერ რუსთაველი გადაკეტოს და ვუაროთ მილიონმა კაცმა შორიდან.

ახია!

ხოლო ჟიგიმანტასა რო საკუთარ პარლამენტში მივა თავის სამართლებლად, ეგ არ გამომაპაროთ. უნდა ვიცოდე, ერთი ეგა ჰყავთ გამოსირებული თუ კიდეა ვინმე ისეთი, ვინც თვლის, რომ საქართველომ ტერიტორიები დაჰკარგა.

დედაკიმოვი! *“

* დედაკიმოვი - რუსული გვარი, ქართულად გარკვეული ასოციაციის აღმძვრელი“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner