logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ნაცების აქციებზე მისული ხალხის მცირე რაოდენობა, მუდამ დაცინვის და საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვის - საიდან აქვთ ამდენი ხმა არჩევნებზე, საბაბი იყო
- +

27 თებერვალი. 2021. 01:57

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ნაცების ("გაერთიანებული ოპოზიცია" და სამოქალაქო აქტივისტები არა შვანცკი) აქციებზე მისული ხალხის მცირე რაოდენობა მუდამ დაცინვის და საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვის - საიდან აქვთ ამდენი ხმა არჩევნებზე, საბაბი იყო.

და ამ შეკითხვას საზოგადოებისგან მუდამ ერთი პასუხი გაეცემოდა - ყალბდება ნაცების სასარგებლოდ (მიზეზებიც საკმაოდ დამაჯერებელი იყო).

ამ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენების შემდეგ (ცხადია NDI-ს ბოლო კვლევის შედეგიც საკმაოდ მრავლისმეტყველი იყო), ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მათ ყველა აქციაზე ცუდი კლოუნადის მსახიობებივით ცარიელ დარბაზში უწევთ თამაში - მათს ამომრჩეველს (ცხადია "მწარე" სექტანტების გარდა) არ მოსწონს პოლიტიკური ცხოვრების ის ფორმატი, რაშიც პირველ რიგში თავიანთ მხარდამჭერებს ამყოფებენ.

მაგალითისთვის მათი ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის იმ შეფასებას გავიხსენებ, რაც პოლიტიკური გუნდის სახეებზე გააკეთა.

აქციებზე მისვლაზე უარი, ჯერჯერობით მხარდამჭერთა რბილი პროტესტი და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილია, რაც ჯერ გულისწყრომას იწვევს და სავარაუდოდ შეიძლება აქტიურ ფაზაში გადაიზარდოს.

ეს კი გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე ნაცებში შიდა რყევებს და რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner