logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აი, ეს განცხადება გააკეთა პოლიტიკოსმა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება...
- +

27 თებერვალი. 2021. 02:52

 

 

„მიხეილ სააკაშვილმა დღეს ერთ-ერთ რუსულ არხთან საუბარში განაცხადა, რომ, მართალია ის თავის მომხრეებს დაჰპირდა, რომ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ მას კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, ამიტომ მას პირობა არც დაურღვევია მომხრეთა წინაშე“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელშიწერს.

 

„აი, ეს განცხადება გააკეთა პოლიტიკოსმა, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება.

მისი ეს განცხადება ჰგავს იმ სადაზღვევო კომპანიის ქცევას, რომლის კლიენტს ჰგონია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს ზარალის თანხას.

თუმცა, კლიენტს სადაზღვევო კომპანია უარს ეუბნება ანაზაღაურებაზე და ურჩევს კარგად წაიკითხოს კონტრაქტი, სადაც ბევრი გამონაკლისია დაშვებული, ვალდებულება ტექნიკურად არის თავიდან აცილებული და კლიენტმა ამის შესახებ არც კი იცოდა“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner