logo_geo
eng_logo
ლაშა მესხი სააკაშვილზე: ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტშეხედულებებიც კი ავიწყდება
- +

28 თებერვალი. 2021. 16:56

 

 

„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“,  - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს,  რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.

 

„2012 წლის შემდეგ ქუთაისის ცენტრალური მოედანი ხალხით მხოლოდ დღეს გაივსო! ეს ხალხია რეალურად დაცლილი პოლიტ ანგაჟირებისგან და ყველაფრის ფასად იცავენ რიონის ხეობას....

 

ზღვა ხალხის დანახვაზე, ცხადია, ყველა პოლიტპარტიას გაუჩნდა პროტესტში ცხვირის შეყოფის სურვილი.

 

განსაკუთრებით კი ამ პატივცემულს, რომელსაც ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტშეხედულებებიც კი ავიწყდება.

 

არა, ბატონებო! ეს პროტესტი არის სახალხო და მისი რომელიმე მხარეს გადაქაჩვა არ გაგივათ“, - წერს ლაშა მესხი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner