logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებს, რომ მიHას ღამეები არ სძინავს საქართველოს ბუნებაზე ფიქრში
- +

28 თებერვალი. 2021. 22:41

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

ხელები შორს ქართული ბუნებისაგან - დასჭექა ტიკი-ტომარამ.

 

საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებს, რომ მიHას ღამეები არ სძინავს საქართველოს ბუნებაზე ფიქრში და თუ ჩასთვლიმა, ქართლის მინდვრები და მხრებგაშლილი ქედები ესიზმრება. არადა ყველამ იცის, რომ საქართველო მისთვის ქვა-ღორღიანი რამდენიმე სოფელია.

 

რეალობა კი ის არის, რომ სააკაშვილმა ხალხმრავალი აქცია იყნოსა და პოლიტიკურ ჭრილში სურს გადაიყვანოს.

 

პრინციპში ესეც გასაგებია – 100 პოლიციელი, 30 ჟურნალისტი, 15 გამვლელი და აქციის 10 მონაწილე იმ ეფექტს ვერ ქმნის, რაც მას სურს. ჰოდა ნიკიფორე ბუბუტეიშვილის არ იყოს ("დათა თუთაშხია") – აგერ არ არის ანგელოზივით ხალხმრავალი შეკრება?

 

არ გამოვა ეგ საქმე ბატონო ყოფილო გუბერნატორო. არ გამოვა, იმიტომ რომ ქუთაისის აქციის მიზანი კონსტრუქციული განხილვა, სპეციალისტთა მაქსიმალური ჩართულობა და მათ მიერ დადებული დასკვნების სრული შესრულებაა და არა ვიღაც "სამოქალაქო აქტივისტების" ტვ პირველში ტინგიცი.

 

ეს ფოტო კი მისი ქამელეონური ფერისცვალების საჩვენებლად დავდე“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner