logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: ეს კლოუნი ნებისმიერ პროტესტზე მაინც ხელის მოთბობას ცდილობს
- +

28 თებერვალი. 2021. 22:48

 

 

„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ანდრია გვიდიანი.

 

„ხშირად მიწოდებია ოპოზიციისთვის და მათი ბელადისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ამება, ინფუზორია, პოლიტიკური გვამი და ა.შ. ახლა ერთ ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვებით და მიხვდებით, თუ რატომ არ ვიშურებ მათთვის ზემოთ მოყვანილ ეპითეტებს. როგორც იცით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა. პროექტის, რომელიც არის დადგმული სიმძლავრე - 433 მეგავატი; გამომუშავება - 1.5 მილიარდი კვტ/სთ, იმდენივე, რაც სულ იმპორტი გვაქვს; ინვესტიცია - 800 მილიონი ამერიკული დოლარი; დასაქმება - 2000 ახალი სამუშაო ადგილი; ჩვენი ენერგეტიკული ქსელის რეზერვის წყარო.

 

პროექტის მაჩვენებლებზე ბევრს არ გავაგრძელებ, მოკლედ ვიტყვი, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება არათუ უბრალოდ კარგია, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია. პროექტის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართა. ეს გასაგებია, საზოგადოების ნაწილი არასწორი პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ მოექცა, ფსევდო პატრიოტულმა ნარატივმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა და აქციაზე მივიდა - ეს გასაგებია. თუმცა, დღის მთავარი მოქმედი გმირი მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც გადასარევად ესმის თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, ეს კლოუნი ნებისმიერ პროტესტზე მაინც ხელის მოთბობას ცდილობს. ამ ნახევარუჯრედიანმა ალბათ ვერ გაიხსენა, რომ ამ პროექტის განხორციელებას თავად აპირებდა, უბრალოდ ერთი ადგილი არ ეყო და სწორედ უნიათობის(!) გამო თავად ვერ გააკეთა. წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული.

 

P.S. - მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ

 

P.P.S. - მის გულწრფელობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცით, მაგრამ გამეორება მაინც ცოდნის დედაა,“ - წერს ანდრია გვიდიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner