logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ხოდა გქონდეთ ეგ მდინარეები და იბანავეთ, ხანდახან მოგინათებთ რუსული დვიჟოკით
- +

1 მარტი. 2021. 02:49

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„არა რა, გინდათ იყოთ ღარიბები, სხვა ქვეყანაზე დამოკიდებული და ამის პარალელურად აგინოთ ყველას.

 

სამედიცინო მარიხუანიდან მინიმუმ 2 მილიარდი დოლარი დავკარგეთ წელიწადში (სამაგიეროდ რუსეთმა და უკრაინამ დაიწყო). ახლა იგივე ხდება ჰესებზე.

 

ხოდა გქონდეთ ეგ მდინარეები და იბანავეთ, ხანდახან მოგინათებთ რუსული დვიჟოკით.

 

სამედიცინო მარიხუანაზეც რა ამბავში იყვნენ. გეგონება მაგ მარიხუანით ვინმე ,,კაიფს" აპირებდა, მაგრამ არა ნუ - ჩვენ ხომ ყველაფერში უნდა გამოვდოთ თავი და ყველაფერში ღატაკად უნდა დავრჩეთ?

 

ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ მოგწონთ სხვაზე დამოკიდებულნი რომ ხართ და შეცვლაც არ გინდათ, ან/და გეშინიათ.

 

დავიღალე რა, მინდა განვითარებული და მდიდარი ქვეყანა და ამ დროს?“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner