logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილს მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქციაო
- +

1 მარტი. 2021. 17:38

 

„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის უთანხმოება მოხდა.

 

მისივე თქმით, სააკაშვილი გვარამიასთან თანამშრომლობით უკმაყოფილოა.

 

„კერძოდ, მიშა სააკაშვილს, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე საუბარი ჰქონია გვარამიასთან და უხეშად საყვედურობდა, არ გამოიყენეთ სწორად და კარგად ნამახვანის საპროტესტო აქცია, არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ მე სპეციალური განცხადებით გამოვეხმაურე და ზოგადად, ამ თემას რომ არ მიაქციეთ ყურადღება სათანადოდ, ლუზერები ხართო.

 

არც გვარამიას დაუხევია უკან, პრეზიდენტობის დროს, შენც და შენი გუნდის წევრებიც ჰესების აშენებას ემხრობოდით, არქივში ასობით მსგავსი შინაარსის განცხადება იძებნება და ამ ორმაგი სტანდარტის გამო გავხდებით დასაცინი და უარესად შემოგვიტრიალდება თემაო.

 

სააკაშვილი თურმე სხვა თემებზეც უკმაყოფილოა - გვარამიას განსაკუთრებული გაღიზიანება სააკაშვილისგან იმის თქმამ გამოიწვია, რომ „ტვ პირველი“ უკეთესად ეთანამშრომლება, რის მაგალითად ოპოზიციის აქციის გაშუქება იყო მოშველიებული.

 

„ნაცმოს“ ლიდერების ეს ჩხუბი და დავიდარაბა როგორ დასრულდება და ვისი პოზიცია გაიმარჯვეს, ამას მალე „გლავკანალის“ ეთერიდან გავიგებთ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner