logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: ამ ჩვენს ოპო-ფანჩატურში, უკვე თავადაც რომ ეცინებათ საკუთარ თავზე, როგორ უნდა შეინარჩუნონ სიცხარე მიტინგებზე?
- +

1 მარტი. 2021. 19:42

 

 

 

მწერალი და პოეტი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მისამართით კრიტიკულ წერილს აქვეყნებს:

 

„ჩვენებური ბოლივუდი

ხომ გსმენიათ, რომ ფილმს გადაღებისას როლში შესვლა ძნელია, რადგან შენ ჯულიეტას ცრემლი უნდა დააღვარღვარო და ამ დროს ერთ გამნათებელს კატის ულვაშები აქვს, მეორეს - ციყვის კბილები...

ჰო-და თურმე მსახიობის ასაცრემლებლად გაჭრილი ხახვი გამოიყენება.

ამ ჩვენს ოპო-ფანჩა(ტუ)რში კი, უკვე თავადაც რო ეცინებათ საკუთარ თავზე, როგორ უნდა შეინარჩუნონ სიცხარე მიტინგებზე?

როგორა და აბაზ-აბაზ შეგროვებული ფულით ერთ გრძელ წიწაკას ყიდულობენ. მერე ერთი მათგანი წააკვნეტს თავს პაწაზე და წინასწარ ჩახდილ-წაკუზულ თანამებრძოლს ნაცში ამოუსვამს.

ჩახდა-წაკუზვის ტექნიკაში გირჩმა ზურაბამ ავარჯიშაო, ამბობენ, საოკუპაციო ხაზთან მიღებული გამოცდილებით.

ცოტა ხნის შემდეგ წანაკვნეტი ადგილი სიცხარეს ჰკარგავს და თავიდან უნდა წააკვნიტო. ვერ ვიტყვი, რომ ამას სიამოვნებით აკეთებენ, მაგრამ მთავარია „მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია“ და „გაზაფხულის 17 გაელვება“სავით წააკვნეტენ ხოლმე... როგორც იტყვიან - „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“...

აი ამას გულისხმობენ, როცა იძახიან - ჩვენი მუხტი არ დაეცემაო.

ვნახოთ, ჯერჯერობით კი:

ჩახლეჩილი აქვთ ხავილით ყელი,

დაუჭყეტიათ ავად თვალები,

მაგათ დოხტურიც ვეღარ უშველით,

სულ დაქლიავდნენ ჩემანალები...”, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner