logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: სკამი იყოს და მრწამსს და ფასეულობებს არ გავჰკარიო! - ასეთია ოპოზიციის შინაგანი სლოგანი
- +

2 მარტი. 2021. 03:05

 

 

„სულ არ ადარდებთ, გუშინ რომ მონარქისტები იყვნენ და დღეს რესპუბლიკელები არიან, ან გუშინდელი ლიბერალები რომ პროპუტინურ იდეებს ჰქადაგებენ... სკამი იყოს და მრწამსს და ფასეულობებს არ გავჰკარიო! - ასეთია მათი შინაგანი სლოგანი“, - ამის შესახებ მწერალი და პოეტი კობა ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის მისამართით წერს.

 

„პიკოვაია დამა“

ეზოში მკითხაობდნენ ქალები და ბანქოში რომ ყვავის ქალი ამოვიდა, მკითხავმა თქვა - ბედგამონაცვალი ქალია ამ საქმეში გარეულიო...

ახლა გამახსენდა ეს ნახევარი საუკუნის წინანდელი ამბავი, ამ ფანჩატურის ოპოზიციაზე.

რამდენი ასეთი ქალი და კაცია მანდა. სულ არ ადარდებთ, გუშინ რომ მონარქისტები იყვნენ და დღეს რესპუბლიკელები არიან, ან გუშინდელი ლიბერალები რომ პროპუტინურ იდეებს ჰქადაგებენ... სკამი იყოს და მრწამსს და ფასეულობებს არ გავჰკარიო! - ასეთია მათი შინაგანი სლოგანი.

ჰოდა, კი მქონდა ერთი სულელური შაირი მაგ თემაზე, სადაც თავიდან ნაცი მეწერა, მაგრამ მერე ისე დავწერე, როგორც ნაცს სულხან საბა განმარტავს:

მოსრიალენო ნაწყლიდან ნაწყლში, ერთი რამ მინდა გირჩიოთ საწყლებს,

ხანდახან გემო ეძებეთ მარწყვში, თორემ ამ ქვეყნად რა დალევს ნაწყლებს.

ხოლო მაგ ფანჩა(ტუ)რს გარეთ კიდენა ორი მაგდენი კომპლექსიანი და გოიმი ქაჯი მედიაში თავმოყრილა და იქიდან ჩხავის და ხანდახან წამოიყროყინებს - მე პოლიტიკაში მივდივარ (დედიშენისამ, წახვალ, თორე კრამიტებს რაკრაკი არ აუყენო). 

ხოლო ჩხავილზე კი არსებობს ბრძნული სომხური ანდაზა - მლავოღ კატუნ მუკ ჩი ბრნი (მჩხავანა კატა რა ჩემი იმის დამჭერიაო)“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner