logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს
- +

2 მარტი. 2021. 10:52

 

„მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს, სადაც ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება მოახდინა. 

 

ანჯაფარიძის აზრით, მას იმედი აქვს, რომ პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის წარმომადგენლობა ადევნებს თვალს:

 

„მეორე დღესვე დაარღვიეს შარლ მიშელთან დადებული პირობა და გააგრძელეს დესტრუქცია, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს დიალოგს, რის აუცილებლობაშიც მიშელი ოპოზიციას გუშინ მთელი დღე არწმუნებდა. ეს იმიტომ, რომ კონსტრუქციულობა უბრალოდ მათ ბუნებას ეწინააღმდეგება. იმედია, ამ ყველაფერს ხედავს ევროკავშირის წარმომადგენლობა, ხედავენ სხვებიც. როგორ აღიქვამენ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩემი აზრით, რთულია, დადებითად აღიქვა როდესაც გეუბნებიან ერთს, ხოლო საქმით აკეთებენ მეორეს. მოკლედ, არ გათეთრდების ნაცყორანი, გინდა მიშელმა ხეხოს ქვიშით, გინდა სხვა ევროპელმა დიდმოხელეებმა“,  - აღნიშნავს ანჯაფარიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner