logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: არავითარი დათმობა სამარცხვინოდ გამარგინალებულ ნაცოპოზიციასთან, რომელიც, 5 ათას კაცს ვერ აგროვებს მიტინგზე!
- +

2 მარტი. 2021. 20:29

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ხელისუფლებამ, თუ ის მართლა ხელისუფლებაა, უნდა შეისმინოს ქართველი ხალხის გადამწყვეტი უმრავლესობის ხმა:

 

1. არავითარი დათმობა და კომპრომისი დესტრუქციულ და სამარცხვინოდ გამარგინალებულ ნაცოპოზიციასთან, რომელიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5 ათას კაცს ვერ აგროვებს მიტინგზე!

 

2. საბოლოოდ უნდა დაესვას წერტილი მარგინალური უმცირესობების მორალურ ძალადობასა და პოლიტიკურ შანტაჟს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიმართ!

 

3. ნუ უხვეწებით მარგინალებისა და რევანშისტების ბრბოს პარლამენტში შესვლას, რადგან ქართველი ხალხის გადამწყვეტი უმრავლესობის ნებაა, რომ კაცის მკვლელი, მწამებელი და გამაუპატიურებლი რეჟიმის ნარჩენები პარლამენტში არ ისხდნენ;

 

4. საარჩევნო რეფორმისა თუ სხვა საკითხების შესახებ ხელისუფლება ესაუბროს მხოლოდ იმ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ნაცმოძრაობის ქოლგის ქვეშ არ არიან ან მკაფიოდ გაემიჯნებიან ნაცებსა და ევრონაცებს და დატოვებენ ფანჩატურს!“ - წერს ჯაბა ხუბუა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner