logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიცია მომართულია, რომ არაკონსტიტუციური გზით ჩაიგდოს ძალაუფლება
- +

3 მარტი. 2021. 00:24

 

„როდესაც ნაცისტურ გერმანიას პოლონეთზე თავდასხმა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საკუთარი ზრახვების შესანიღბად დიალოგის იმიტაციას ცდილობდა. შეთანხმების მიუღწევლობაში  ის მუდმივად პოლონელებს ადანაშაულებდა“, - ამის შესახებ  ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

როგორს ანალიტიკოსი აღნიშნავს, მსგავსი სიტუაციაა დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ურთიერთობაში.

 

„ერთ-ერთი ასეთი მოლაპარაკების დროს გერმანიის წარმომადგენელმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იუზეფ ბეკს თავხედურად უთხრა „თქვენ ხიშტის წვერებზე გინდათ მოლაპარაკებები აწარმოოთო,“ რაზედაც ბეკმა ცივად და მშვიდად მიუგო „თქვენის მეთოდით!“

მსგავსი სიტუაციაა დღეს ხელისუფლებას და „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ ოპოზიციურ პარტიების ურთიერთობაში.

ოპოზიცია მომართულია, რომ არაკონსტიტუციური გზით, ანუ რევოლუციური ხიშტებით ჩაიგდოს ძალაუფლება. ეს "ხიშტები" კი პარლამენტის წინ კარვებში ჰყავთ განლაგებული. თუმცა ქმნიან დიალოგის იმიტაციას, ისე როგორც პოტენციურ აგრესორს სჩვევია“, - წერს ანჯაფარიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner