logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: რადიკალიზმის ელემენტები გვექნებაო, ოღონდ ხელისუფლებისა და მისი დასავლეთელი პარტნიორების გამაღიზიანებელი არაო...
- +

3 მარტი. 2021. 03:17

 

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

 

„მოკლედ, აქციები გაგრძელდებაო - პიკეტირება აღარო. კარვებში ვისხდებითო - კომენდანტის საათებში გარეთ არ გამოვალთო.

სკანდირება იქნებაო - ოღონდ ბოლო ხმაზე არაო. რადიკალიზმის ელემენტები გვექნებაო, ოღონდ ხელისუფლებისა და მისი დასავლეთელი პარტნიორების "თლა" გამაღიზიანებელი არაო...

ინგლისური ანეკდოტი გამახსენდა შოტლანდიელზე. ედინბურგიდან ლონდონის დასათვალიერებლად ჩავა და ლუდის (ელის) დასალევად პაბში შევა.

ბარმენს ეკითხება - ერთი კათხა ელი რა ღირსო. თუ დარბაზში მაგიდას მიუსხდებითო - სამი გირვანქაო. თუ აქვე ბართან მდგომარემ დალიეთო - ორი. შოტლანდიელმა ერთი გირვანქა მიაწოდა - ცალ ფეხზე ვიდგებიო...“, - წერს ქართველიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner