logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ოპოზიციას ჰგონია, რომ ხელისუფლებას მათი ოცკაციანი აქციების და პიკეტების ეშინია
- +

3 მარტი. 2021. 20:08

 

 

„ოპოზიციას ჰგონია, რომ ხელისუფლებას მათი ოცკაციანი აქციების და პიკეტების ეშინია, და ამიტომ არ მიდის მოლაპარაკებებში რიგგარეშე არჩევნების საკითხის ჩართვაზე.

ეს არის მათი მორიგი შეცდომა და მცდარი მოდელირების დემონსტრაცია. ასე იქცევიან წლებია და შედეგად აქვთ, ის რომ მათი მხარდამჭერებიც კი არ გამოდიან გარეთ. ეჭვი მაქვს, რომ რეიტინგებიც მათი ქვემოთ მიდის“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში დადგენილი ქცევის წესები, რომელსაც ოპოზიცია უნდა დაემორჩილოს.

 

„იმდენად დაწრმუნებულები არიან ამ აქცების ეფექტში, რომ გუშინ აქციების "სიმწვავის შემსუბუქება" გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნების მოლაპარაკებების დღისწესრიგში ჩართვაზე.

მათ ასევე არ იციან, რომ საპროტესტო აქციები ქაღალდის კალენდარზე თარიღების ჩამოწერით და დადგმით შედეგებს არ იძლევა, მართლა საპროტესტო აქცია სპონტანურია და საზოგადოების ფართო წარმომადგენლობის გულებიდან და გონებიდან მოდის ხოლმე.

ესეთი აქციები გვინახავს და პოლიტიკური ცვლილებებიც გამოიწვევია საქართველოში.

ხელისუფლებისათვის წითელი ხაზია რიგგარეშე არჩევნები, წითელი ხაზია ჩვენთვისაც. ცივილიზებული ქცევისგან შორს მდგომმა ოპოზიციამ ან უნდა დაამტკიცოს, რომ არჩევნები გაყალბდა, და ეს უნდა გააკეთოს ცივილურად ან უნდა მოეშას იდიოტურ ქცევას. თუმცა ამას სჭირდება პოლიტიკური და ელემენტარული ჭკუა.

მიუღეველია 50, 500, 5000 ან თუნდაც 50000 ადამიანის ძახილი რომ არჩევნები გაყალბდა. არსებობს დემოკრატიულ ქვეყნებში დადგენილი ქცევის წესები და, კეთილი ინებონ, ამ წესებს დაემორჩილონ“, - წერს მჭედლშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner