logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დესტრუქციულ, კრემლისათვის სასარგებლო იდიოტ ნაცოპოზიციას მორიგი სილა გააწნა ვაშინგტონმა
- +

4 მარტი. 2021. 00:36

 

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯორჯ კენტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ამერიკელი ერთ-ერთი ტოპ დიპლომატის [იხილეთ ბმული] ეს განცხადება ნიშნავს შემდეგს:

- აშშ და დასავლეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს. არანაირი დიქტატი და დირექტივები ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში!

- "ნაცების" სექტის გამოგონილი ე.წ. სანქციები რჩება მათი კარვებსა და შალიკოს ფანჩატურში.

- დასავლელ პარტნიორებს ეჭვი სულაც არ ეპარებათ, რომ საქართველომ გადაუხვია პროდასავლურ კურსს, პირიქით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

დესტრუქციულ, კრემლისათვის სასარგებლო იდიოტ  ნაცოპოზიციას მორიგი სილა გააწნა ვაშინგტონმა“, - წერს აბაშიძე.

 

ცნობისთვის, ჯორჯ კენტმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ დისკუსიაზე, რომელზეც საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს, განაცხადა:

 

„ვაშინგტონი საქართველოს მეგობრებითაა სავსე. ვაშინგტონში საქართველოს ოპონენტები არ არიან.

ამერიკელი ოფიციალური პირები შეშფოთებით გამოეხმაურნენ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოში ძალიან აქტიური ელჩი გვყავს. საქართველოს პოლიტიკური ძალები უნდა შეთანხმდნენ საერთო წესებზე.

 მნიშვნელოვანია დიალოგისკენ დაბრუნება. შექმნილი ვითარება გამოწვეწვაა მთლიანად საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის. საჭიროა დიალოგში ჩართვა და ვითარების განმუხტვა.

აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ და წარმატებულ საქართველოს. ქართველებს უნდა დავეხმაროთ, რათა შეთანხმებას მიაღწიონ დემოკრატიულ ნორმებზე. ჩვენ მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, ჩვენი მხარდაჭერითა და წაქეზებით“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner