logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საინფორმაციო ტერორს, ფარნა მახოხაშვილის ბებია შეეწირა
- +

4 მარტი. 2021. 01:12

 

 

„საინფორმაციო ტერორი გრძელდება. საინფორმაციო ტერორს, ფარნა მახოხაშვილის ბებია შეეწირა“, - ამის შესახებ ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

ანალიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედილ იქნას კანონი - ცილისწამების შესახებ.

 

„უფლებადაცველები რომ არ არიან ქვეყანაში, ცნობილია, ამიტომ ხელისუფლებას მივმართავ, თქვენს თავს თუ არ/ვერ იცავთ, თქვენი პრობლემაა, დაიცავით მოქალაქეები საინფორმაციო ტერორისგან!

 

ასევე, გადახედეთ კანონს ცილისწამების შესახებ. ზუსტად ეს მავნე კანონია სიძულვილის ენის მთავარი მიზეზი.

ესაა მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მოთხოვნა!“, - წერს სალუქვაძე.

 

ცნობისთვის, ფარნა მახოხაშვილი მასზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, რამაც მისი ბებიის გარდაცვალება გამოიწვია, აპირებს „ტვ პირველს“ სასამართლოში უჩივლოს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner