logo_geo
eng_logo
ლევან მამალაძე: საქრთველოს პრეზიდენტს დღევანდელ ვითარებაში საშუალება აქვს ახალი ისტორიული პროცესი შექმნას!
- +

4 მარტი. 2021. 23:19

 

“სტრატეგიული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს:

 

“საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა აქვს ახალ ისტორიულ პროცესს ჩაუყაროს საფუძველი!

 

საქართველო სამწუხაროდ ისეთი ტიპის სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომ პოლიტიკური შეფასებების და ლეგიტიმაციის განმსაზღვრელი გარე ფაქტორია , კოლექტიური დასავლეთის სახით. ამიტომ ისინი განსაზღვრავენ არის თუ არა საქართველოში მიღწევები, პოლიტიკური კრიზისი, პოლიტპატიმრები, ლეგიტიმური არჩევნები და ა.შ. ამის გამო მართველი გუნდიც და ოპოზიციაც ევროპასა და ამერიკაში ცდილობს პოზიციები გაიმაგრონ და მხარდაჭერა მოიპოვონ.

 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო! დასავლეთმა შესამჩნევი ზეგავლენა ვერ მოახდინა ბელორუსიაზე და რუსეთიც ვერ მოთოკა სანქციებით,კავკასიის რეგიონშიც პოლტიკური გავლენები მკვეთრად შეიცვალა, ამ ვითარებაში საქართველოსა და უკრაინაში პოლიტიკური დაძაბულობის შექმნა მეტად სახიფათო იქნებოდა ევროპისთვის. შარლ მიშელის სწრაფი ჩამოსვლა საქართველოში ამით იყო განპირობებული, ვიზიტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს წინასწარ აცნობეს. იგი პროცესში ჩართულ მხარეებს შეხვდა და პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გამართა. უცნაური იყო ის , რომ ამ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა! ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვის საკითხი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ძალაში დატოვა და ორი კვირა მიეცა საქართველოს ამ საკითხების დასარეგულირებლად. თუმცა მას შეეძლო, დასავლეთის მიერ ლეგიტიმურად აღიარებული, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საფუძველზე ახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი სერთოდ ამოეღო განსახილველი საკითხებიდან!

 

ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლის ბოიკოტირებამ და როგორც ოპოზიცია აცხადებს, ერთპარტიული მართველობის წინააღმდეგ გამოსვლამ გაერთაიანების პროცესი გააღრმავა. ნიკა მელიას დაკავებამ კი აქციებისა და მანიფესტაციების გამართვის საბაბიც მისცა. ნიკა მელიას გაანთავისუფლებენ თუ არა, მაინც წაუგებელ მდგომარეობაშია, რამაც ოპოზიციის ერთპიროვნულ ლიდერად აქცია. ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს ის, თუ რას სთავაზობს ქართულ საზოგადოებას და როგორ გამაოსწორებს ქვეყანაში არსებულ იმ პრობლემებს რასაც თვითონვე აყენებს. ამის გარეშე მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდებათ და ყველაფერი თანამდებობის ჩანაცვლებისთვის ბრძოლას დაემსგავსება!

 

ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის მართვის გამოცდილება აქვს და სახელმწიფოებრივი მიდგომებით გამოირჩევა. გახარიას გადადგომის შემდეგ, მისი დანიშვნა პრემიერ-მინისტრად გამბედავი და კანონიერი ზომების მიღების მოთხოვნით იყო განპირობებული. ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ დაყენებული საკითხების შემდეგ, პრემიერი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საკმაოდ მძიმე იქნება ერთის მხრივ ოპოზიციის მოთხოვნების და მეორე მხრივ ოცნების ხელმძღვანელობისა და ბიძინა ივანიშვილის პოზიციების შეჯერება. საქართველოს პრემიერ მინისტრის ყურადღება ქვეყანაში სოციალურ ეკონომიკური პრობლემების მოგავრებაზე და პანდემიის დაძლევაზე უნდა იყოს კონცენტრირებული და არ უნდა იყოს დატვირთული პოლიტიკური ბალანსის ძიებით.

 

დასავლეთის მხრიდან განსაზღვრული შეთანხმებების იგნორირება ხელისუფლებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. როგორც ჩანს ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე კომპრომისის გამოძებნა გაუჭირდებათ მხარეებს. ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, საქართველოზე სანქციების დაწესებას მოითხოვს ევროპისა და ამერიკისგან. ოპოზიცია ყველანაირად ეცდება სიტოაცია გაამწვავოს და დაძაბულობა შექმნას. შეთანხმების მიღწევა თუ მართლაც შედის დასავლეთის სტარტეგიულ ინტერესებში და არ შესრულდა, საქართველოში გავლენიან პიროვნენებზე მართალც შეიძლება დააწესოს სანქციები, მაგარმ აქამდე სიტუაციის მიყვანა სამარცხვინო იქნება ჩევნი ქვეყნისთვის. ორი კვირის შემდეგ სტრასბურგში გამოჩნდება, ხელისუფლებას უფრო მეტი გავლენა აქვს ევროპულ სტუქტურებზე თუ ოპოზიციას. აქვე უნდა ითქვას , რომ აშშ-ს კავკსიის რეგიონში განსაკუთრებული ინტერესები გააჩნია და ბოლო პერიოდში რუსეთის გააქტიურებით ყარაბახის საკითხის მოგვარების ფონზე, თურქათის თავისუფალი მოქმედებით, აზერბაიჯანის გამარჯვების და საომხეთში მიმდინარე პოცესების გათვალისწინებით , საქართველო მისთვის პოზიციების განმტკიცების ერთადერთ საშუალებად რჩება. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლენკინმა თავის პირველ ბრიფინგზე განაცხადა , რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მნიშვნელოვან ამოცანად მიაჩნია. ამიტომ საქრათველოს მიმართ დასავლეთის ყურადღება არ შენელდება, მათ შორის შიდა პოლიტიკური პრობლრმრბის მოგვარების კუთხით, რაც ჩვენმა ქვეყანამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს!

 

ამ ვითარებაში პოლიტიკური დაპირისპირების დაძლევის ბერკეტები ქვეყნის შიგნით ბოლომდე ამოწურული არ არის. საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით ევალება რომ, არ დაუშვას პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, რომელიც შეიძლება სახიფათო იყოს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის.

 

საქრთველოს პრეზიდენტს დღევანდელ ვითარებაში საშუალება აქვს ახალი ისტორიული პროცესი შექმნას. ხელისუფლებასა და ოპოზიცას შორის შეთანხმების მისაღწევად , ჩამოაყალიბოს მოლაპარაკებების მოედანი , თვითონ იყოს სპიკერი და მედიატორი ამ პროცესის და არა უცხოელი ემისრები. შეთანხმებათა და კომპრომისთა მიღწევის ისეთი პლატფორმა უნდა შექმნას პრეზიდენტმა , რომ საერთო სახელმწიფოებრივი საკითხების დასარეგულირებლად ოპოზიციის ლიდერები და ხელისუფალნი არა ელჩებთან და საზღვარგარეთ ეძებდნენ მხრდაჭერას, არამედ პრეზიდენტთან უნდა მიდიოდნენ სართო მნიშვნელოვანი შეთანხმებების მისაღწევად. საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტი თვითონ უნდა იყოს ინიციატორი საღვარგარეთიდან გავლენიანი პარტნიორების მოწვევისა. საქართველოს პრეზიდენტს სწორედ ახლა შეუძლია საყოველთაო შერიგების ინიციატივით გამოვიდეს და საფუძველი ჩაუყაროს ამ მეტად მნიშვლელოვან პროცესს. არა ერთი ან ორი პიროვნება უნდა შეიწყალოს ისიც დასვლეთის დავალებით, არამედ ყველა ვინც პლიტიკური ნიშნით არის დევნილი და პატიმარი!

 

დღეს სააკაშვილი უკრაინიდან გაიძახის, რომ საყოველთაო ამინისტია და შერიგება უნდა მოხდესო. პრეზიდენტობის მიწურულს მას შეეძლო თავისივე შექმნილი ძალადობრივი რეჟიმისთვის სისხლი ცოტა მაინც ჩამოეწმინდა, ათასობით რეპრესირებული შეეწყალებინა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო, ეს ვერც გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მსმენია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად ღებულობს გადაწყვეტილებას. მას აქვს ისტორიული შესაძლებლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესს ჩაუდგეს სათავეში და პრეზიდენტის ინსტიტუტს კონსტიტუციით განსაზღვრული და ხალხისთვის საჭირო დატვირთვა შესძინოს!

 

სტარტეგიული დგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი

ლევან მამალაძე

03/03/2021

TX.USA”

– წერს მამალაძე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner