logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჰესების საკითხი, დიდია თუ პატარა, ჩვენთან ყოველთვის ხმაურს იწვევს
- +

5 მარტი. 2021. 01:14

 

ანალტიკოსი ამირან სალუქვაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„ძალიან ადუღდა ნამახვანის თემა. ზოგადად ჰესების საკითხი, დიდია თუ პატარა, ჩვენთან ყოველთვის ხმაურს იწვევს.

როგორც წინა პოსტში დავწერე, ვამზადებ საკუთარ მოსაზრებებს. ამ თემას არ/ვერ ავარიდებ თავს.

ვკითხულობ უამრავ პოსტს და კომენტარს. რაც აკლია, ესაა სწორი და დროული ინფორმირება. ეს ხომ ამ ხელისუფლების გამოუსწორებელი პრობლემაა?!

ნამახვანის პრობლემა უკვე მრავალწახნაგოვანი გახდა.

ეს აღარაა მხოლოდ ჰესის პრობლემა. აქაა შიდა პოლიტიკა, უცხო ქვეყნების ენერგო და სხვა ინტერესები, აქაა მართვადი პროცესები, განსაკუთრებით რუსეთიდან, აქაა ბევრი სპეკულაცია, ბევრი სიცრუე, ბევრი არაკვალიფიციურობა, რა თქმა უნდა რეალურად გულანთებულ და გულრწფელ პროტესტთან ერთად.

ამ ყველაფერს კი დალაგებული და დასაბითებული პასუხები სჭირდება. შევეცდები მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგახსენოთ“, - წერს სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner