logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უპირობო მხარდაჭერა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ
- +

5 მარტი. 2021. 01:38

 

„ანაკლიის პორტთან დაკავშირებით,  ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესის უახლოეს მომავალში დაწყებაზე,  საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა  თავისი უპირობო მხარდაჭერა და დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართ“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ პროექტი სახელმწიფომ შეიყვანა ჩიხში, არის ინფორმაციის დამახინჯენული ინტერპრეტაცია. 

 

„დღეს, როდესაც ამას უკვე მოყვა ლელოს მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან, სხვადასხვა განცხადებები, თითქოს პროექტი თავად სახელმწიფომ შეიყვანა ჩიხში, არის  არა მხოლოდ სიმართლეს მოკლებული, არამედ ინფორმაციის დამახინჯენული ინტერპრეტაციაც. 

სახელმწიფო ყოველთვის აცხადებდა, რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ქვეყნისთვის  და ეს პოზიცია არასდროს არ დაუყენებია ეჭქვეშ. განსხვავებით ანაკლიის კონსორციუმისაგან, რომელმაც  თავად ჩააგდო ეს პროექტი.

დღეს საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო უშლიდათ ხელს ინვესტორებთან ურთიერთობაში, ესეც არის ერთი დიდი  ტყუილი.

 

არ მახსენდება არა თუ საქართველოს ისტორიაში, არამედ საერთაშორისო პრაქტიკაშიც, სახელმწიფოს გამოეცხადებინოს ტენდერი და კონტრაქტორი კომპანიისთვის შეექმნას ამ ტიპის ბენეფიტები.

ზუსტად ინვესტორებთან ურთიერთობის დროს,  გარდა არაერთგზის გადავადებისა, 2016 წლიდან კონტრაქტის გაუქმებამდე, კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადები  8-ჯერ შიცვალა, 40-მდე ცვლილებაც შევიდა თავდაპირველ პირობებში, რაც უპრეცედენტოა იმითაც, რომ ამ ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა 11 მილიონ აშშ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო.

ამასთან,  მეტად საინტერესო კიდევ ერთი დეტალი. კერძოდ, ტენდერში გამარჯვების შემდეგ კონსორციუმში 42 პროცენტიანი წილის ფლობის მიუხედავად, “კონტი ჯგუფს” არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში!

 

აქედანაც ჩანს, რომ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთგზის გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმა“ ვერ უზრუნველყო ვერც საკუთარი კაპიტალის შევსება, და ვერც ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები წარდგენა, სესხის მიღების თაობაზე.

 

ახალი დამატებითი პირობების წამოყენებაც, რაც ბანკების მხრიდან კრედიტის გამოსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან თვირთბრუნვის რისკების დაზღვევას (თრაფფიც ღისკ)  და კომერციული რისკის დაზღვევას ანუ სესხის უზრუნველყოფას მოითხოვდა და რაც სატენდერო პირობებში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, ამ სტრატეგიის ნაწილი იყო და რეალურად ქმნიდა წინაპირობებს პროექტის დროში გასაწელად და პროექტის ხელის შეშლაში აქეთ სახელმწიფოს დადანაშაულებისათვის!

 

ბანკების მხრიდან კონსორციუმისათვის სესხის არგამოყოფის მიზეზი და დამატებითი გარანტიების მოთხოვნა კი გამოწვეული იყო არა სახელმწიფოსადმი ვალდებულებების აღების მოთხოვნით არამედ იმით, რომ კონსორციუმს, თუ ამერიკულ კომპანიას გამორიცხავთ, უბრალოდ არ ჰქონდა 400 მილიონი დოლარის სესხის უზრუნველსაყოფად სათანადო ფინანსური აქტივი!

კონსორციუმმა არა თუ 400 მილიონის მოზიდვა ვერ უზრუნველყო, კაპიტალიც კი ვერ შეავსო და ბოლოს სულაც ამერიკული კონტი ჯგუფის   შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით ჩანაცვლების სანაცვლოდ საეჭვო რეპუტაციის რუსულ-ყაზახური ჰოლდინგი შემოგვთავაზა“, - წერს ცუცქირიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner