logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ბრწყინვალე ექიმი და გამორჩეული მოქალაქე აღარ გვყავს... კოვიდის გართულებამ შეიწირა
- +

5 მარტი. 2021. 02:08

 

„ძალიან ჩამწყდა გული!  გია გოგინავა - ოქრო ადამიანი, უტკბილესი, ძალიან ხათრიანი, თავმდაბალი, ერთგული და მორიდებული, ბრწყინვალე ექიმი და გამორჩეული მოქალაქე! თავისი ფოთის და საქართველოს  ნამდვილი პატრიოტი, სამართლიანი, უპატიოსნესი კაცი - აღარ გვყავს ... კოვიდის გართულებამ შეიწირა“, - ამის შესახებ „ჯეოიქსის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„თავად რამდენი ადამიანი გადაარჩინა თავის სიცოცხლეში და ახლაც - პანდემიისგან. ფრონტის წინა ხაზზე იდგა, და ისე წასულა, რომ არაფერი ვიცოდით მის გართულებულ მდგომარეობაზე!

უფალმა ნათელში დაუმკვიდროს საყვარელ გიას!

Alexander Goginava - არ ვიცოდი, რომ მამათქვენი იყო ჩვენი გია! დიდი ღირსებაა ასეთი ძვირფასი მამის შვილობა, და იმითაც ბედნიერი ყოფილა გია, თქვენნაირ სახელოვან და მისი ტრადიციების ღირსეულად გამგრძელებელ შვილს რომ მოესწრო - ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“, - წერს კირტავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner