logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სასიხარულოა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი საზრუნავი, კვლავ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის თემის გამოცოცხლება გახდა
- +

5 მარტი. 2021. 02:58

 

„ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ყველა სკეპტიკოსისა თუ სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეს საეჭვო კითხვებს მკაფიო პასუხი გასცა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესის დაწყების შესახებ.

 

„ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად ყოფნის დროს, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წელს გამოცხადდა კონკურსი ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარებისთვის ინტერესთა გამოხატვის შესახებ.

უკვე მისი გადადგომის შემდგომ, 2016 წლის 8 თებერვალს სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (კომპანიასთან კონტრაქტს ხელი მოეწერა 2016 წლის 3 ოქტომბერს).

 

სამწუხაროდ ამ ხნის განმავლობაში, "ანაკლიის" გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ჩიხში შეიყვანეს ამ პროექტის განხორციელება და 2020 წლის 9 იანვარს საქართველოს მთავრობის N12 განკარგულების შესაბამისად, შეწყდა

კონსორციუმთან 2016 წლის 8 თებერვალს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება და ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფო მფლობელობაში.

 

სასიხარულოა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი საზრუნავი, კვლავ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის თემის გამოცოცხლება გახდა.

ამჟამად, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“, პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განაახლა, რაც მიზნად ისახავს განახლებული პირობებით ხელახალი ტენდერის გამოცხადებას და ახალი ინვესტორის შერჩევას.

 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის პროექტის დაწყების დღიდან, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები -  Dechert Georgia (შემდგომში შპს „ემ ჯი იურიდიული ოფისი“), White & Case, Port Consultants Rotterdam და ა.შ. შესაბამისად, ხელისუფლების ინტერესებშია, ხელშეკრულება კვლავაც გაფორმდეს მაღალი კვალიფიკაციისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო საინვესტიციო, საფინანსო, საკონსულტაციო ან იურიდიულ კომპანიასთან, რომელიც დაგვეხმარება როგორც ინვესტორების მოზიდვაში, ასევე მთლიანად პროცესის წარმართვასა და ინვესტორის შერჩევაში, რაც ანაკლიის  ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.

 

მოცემულ ეტაპზე აუცილებელი საკონსულტაციო ან საკონტროლო მომსახურებების ჯამური საფასური საორიენტაციოდ შეადგენს 1,020,000.00 ლარს, რომლის გადახდასაც სააგენტო

განახორციელებს მისთვის გამოყოფილი 2021 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში და არ იქნება საჭირო დამატებით საბიუჯეტო დაფინანსება, ან სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფინანსური ან სხვაგვარი ვალდებულებების აღება.

 

ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ყველა სკეპტიკოსისა თუ სახელმწიფოს არაკეთილმოსურნეს საეჭვო კითხვებს მკაფიო პასუხი გასცა, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ ამჟამად ყოველგვარი ობიექტური თუ სუბიექტური ხელისშემშლელი ფაქტორის მაქსიმალურად თავიდან აცილების გზით“, - წერს ქართველიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner