„ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგილებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს“, - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ჰერითიჯის ფონდის“ კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, ხოლო ევროპაში მეშვიდეზე. ამ მონაცემების მიხედვით, გონების დიდი დაძაბვა საჭირო არ არის, რამდენ მოწინავე ქვეყანაზე წინ ვართ. გაუმჯობესება გვაქვს ძალიან ბევრ პუნქტში, მათ შორის, სასამართლოს სამართლიანობის თვალსაზრისით. აღნიშნულია სამთავრობო დანახარჯების შემცირება და კრიზისის სხვებზე უკეთ გადალახვა მსოფლიო პანდემიის ფონზე. ოპოზიცია, ცხადია, არ წაიკითხავდა ამას. უფრო სწორად, წაიკითხავდა, მაგრამ პირში წყალს ჩაიგუბებდა. ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგილებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს“, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.