logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: უნდა დაიძლიოს უსაფუძვლო შიშები და სპეციალურად გაღვივებული ჭორები
- +

6 მარტი. 2021. 02:39

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართვლოსთვის ვაქცინის მოწოდება 22 მარტის კვირაში დაიწყება.

საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება „ჯეოიქსის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა:

 

„მარტის ბოლო კვირა - 29,250 "პფაიზერის" დოზა და 129,600 "ასტრაზენეკას" დოზა.

ახლა მთავარია, კარგად დაიგეგმოს შემდეგი მიწოდების ვადები, რომ მარტის ბოლოს დაწყებული პროცესი გაგრძელდეს და არ შეწყდეს.

ადვილი არ იქნება, რადგან ვაქცინების დეფიციტი ახლაც არაა აღმოფხვრილი და ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნული გეგმებით დაგეგმილი ტემპები შეინარჩუნოს.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ანტივაქსერული მესიჯები და განწყობები, რომელიც სავარაუდოდ, სულ უფრო გაძლიერდება და აუცილებელია ამის საპირისპიროდ მძლავრი საინფორმაციო განმარტებითი კამპანიის წარმართვას, რომელშიც აქტიურად უნდა ჩავერთოთ ექიმები.

პირადი მაგალითით და განმარტებებით, უნდა უზრუნველვყოთ, დაიძლიოს უსაფუძვლო შიშები და სპეციალურად გაღვივებული ჭორები“, - წერს კირტავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner