logo_geo
eng_logo
დიტო სამხარაძე: ოპოზიციავ, ნაცების ტყვეები ხართ! ვერ მობრუნდებით, შანსი 0 პროცენტია!
- +

6 მარტი. 2021. 16:32

 

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ მომზადებულ მორიგ პროვოკაციას პასუხობს:

 

“ოპოზიციავ, იმიტომ ვერ მოგვიგებთ,რომ თქვენი სიმართლე და ერთობა არ არსებობს! ნაცების ტყვეები ხართ, დაკომპრილი ტყვეები, რომლებსაც ის დაავადებული-გაქცეული, შანტაჟით გმართავთ! ნაცების პარტიული აგიტატორის მიერ დამონტაჟებული ჩანაწერის გამოფენა ტელესივრცეში, რომელიც 2012 წლამდეა კუდი-ს მიერ ჩაწერილი, და მელაძეს დამონტაჟებული, ყველაფერს ცხადჰყოფს. გეშინიათ და სიმართლესაც უარჰყოფთ, დარწმუნებული ხართ რომ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ბლუკუნა მერაბიშვილის, ადეიშვილის და სააკაშვილის ხელშია! ეგრე რომც არ იყოს, ეჭვი მაინც გეპარებათ! ვაი და რომ ჰქონდეთ?! განა არ იცით რომ სახელმწიფოს, სამშობლოს უკან ხევთ? კი, კი დარწმუნებულნიც ხართ.

 

გეშინიათ ნაცების ბინძური ფირების და საქართველოსაც იმიტომ ვნებთ!

ამ საქმეში ვერავინ გიშველით, განწირულნი ხართ!

რაღა დაგრჩათ?

ნაცებზე აყოლა, ტყუილი, სიბნელე, ფსკერი.

ვერ მობრუნდებით, შანსი 0%” – წერს სამხარაძე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner