logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარ
- +

6 მარტი. 2021. 17:35

 

ლაშა ნაცვლიშვილი, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა - გაიზიარა!

 

გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას - ვანო მერაბიშვილის და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის;

 

გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა ამ ჩანაწერის ფალსიფიკაციას, მის უხეშ მონტაჟს;

 

გაიზიარა, ხელი მოაწერა და კურთხევა მისცა უღირსობის მწვერვალს - ეს ყველაფერი მოზარდის მამისთვის და მისი შექმნილი "ოცნებისთვის" დაებრალებინა ბინძურ მიშას!

 

ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner