logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი ნინო ლომჯარიას უპირისპირდება
- +

6 მარტი. 2021. 21:33

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ნანა კაკაბაძის მიმართვას უერთდება და სახალხო დამცველს აკრიტიკებს.

 

 

 

მანჩო გიორგობიანის თქმით, ომბუდსმენის გვერდზე კრიტიკული კომენტარის დაწერას ვერ ახერხებს, რადგან შლიან.

 

 

 

“ნანა კაკაბაძის კომპეტენტურ კომენტარს დავდებ და ჩემი აზრი კი იცით ამ ტუტრუცანა “სახალხო დამრღვევ” – ლომჯარიაზე – Ombudsman Pdo Georgia

 

 

 

თან, ვერც მოძებნი ფბ-ში .. მის გვერდზე კომენტარს ვერ დაწერ, ოფისის გვერდზე თუ დაწერ კრიტიკას, იმ წუთას შლიან და “რჩება კრება მხიარული” !

 

 

 

აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ პარლამენტს, როგორც შემოგვტენეს, ისე გააპრავაჟონ!..

 

 

 

ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობა გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, რომ უვარგისი იქნებოდა!..

 

 

 

საქართველოს პარლამენტი, ახლა, როგორც გინდათ, ისე მოგვაშორეთ!..

 

 

 

მართლა ამოვიდა ყელში რა!.. არის შეცდომები, რომლებიც სერიოზულად გვაზარალებს და აუცილებლად გამოსასწორებელია!..”, – წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

მანჩო გიორგობიანმა სოციალურ ქსელში ნანა კაკაბაძის მიმართვაც გაავრცელა.

 

 

 

“მე, ომბუდსმენის მიკერძოებულ დასკვნას არ გავცნობივარ, მაგრამ რაც მან ტვ-1-ის გუშინდელ 3 საათიან ეთერში სისულელეები ილაპარაკა, მარტო მიკერძოებულის კი არა, არანორმალურის შთაბეჭდილებაც დატოვა. ქალი იძახდა, სასამართლოს მივმართეთ, იმსჯელოს, რამდენად იკვეთება საქმეში პოლიტიკური მდგენელიო (?!) ომბუდსმენი ე.ი. აზრზე არ არის, რომ მოსამართლეს პოლიტიკურ მდგენელზე საუბრის უფლება არ აქვს და ის კანონს ვერ გასცდება.

 

 

 

ქალი ამ ქვეყანაზე არ არის. სიგიჟეს სიგიჟე დაუმატა და იძახდა, პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა რამდენად ვარგისიანია 36-38 წლის რუკებიო. შე მამაცხონებულო, პროკურატურა ბრალს უყენებს, რომ არ გამოიყენე რუკები, რომელიც ორი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით იყო განსაზღვრულიო და თუ დაცვის ალიბი იყო რუკების “უვარგისობა” , პროკურატურას უნდა ემტკიცებინა ეს, თუ ილიჩოვა-მელაშვილს?..

 

 

 

როგორც პროკურატურის პასუხიდან ირკვევა, ექსპერტიზაც ყოფილა ჩატარებული და ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული “სახალხო დამცველი” არც გაცნობია მასალებს! მაგრამ გაცნობის გარეშეც, როგორ ვერ ხედავს ომბუდსმენი, რომ ექსპერტიზის ჩატარება რუკებზე დაცვის მხარის ინტერესი უნდა ყოფილიყო და კითხვა დაცვისთვის უნდა დაესვა და არა პროკურატურისთვის. ქალი გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს… პასუხისმგებელი იმაზე რომ ქვეყანას უმეცარი ომბუდსმენი ჰყავს, არის პარლამენტიც, რომელმაც ეს უვიცი და უტიფარი აირჩია!

 

 

 

სულ მცირე, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ომბუდსმენის ასეთ არაკომპეტენტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ შეფასებებზე დონორ ორგანიზაციებთან ერთად“ – წერს კაკაბაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner