logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ნაცმურტალოებო დიდი ხანია დაძველებულია თქვენი მეთოდები, დაძველებული!
- +

7 მარტი. 2021. 01:15

 

ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“2003 წლიდან საქართველოში გამოჩნდა მედია-სოციალური დაავადება შავი ჭირის სახით, რომელსაც ჰქვია ნაცმოძრაობა!

 

ეს საშინელი დაავადება მეტასტაზებივით მოედო მთელ საზოგადოებას დაიწყო მისი დაშანტაჟება და დატერორება!

 

ეს ადამიანის მაგვარი მორიელები უძვრებიან ადამიანებს ყველგან და ყველაფერში აწამებენ, ცილს აწამებენ, ეხებიან პირად ცხოვრებას, თხზავენ ათასგვარ უბედურებებს და მწარე შხამებით გესლავენ!

 

წლების განმავლობაში ამაზე იყო დაკავებული სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც ნაცთ მმართველობის შავ წლებში 27 ათასი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილი შექმნეს, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ უცხოელ დიპლომატთა თანდასწრებით გაანადგურა!

 

მაგრამ როგორც ეტყობა ყველა მათი ე.წ. დუბლიკატი შენახული ჰქონდა ბელადს ე.წ. “შავ არქივში” რომლის ფალსიფიცირებული ნაწილის გამომზეურება ამ შავრაზმელებმა ახლა დაანონსეს!

 

მიზანი- დააშინონ, დაატერორონ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რათა მათ ნაბიჯი არ გადადგან ნაცმოძრაობის დაუკითხავად და ამ გზით შეინარჩუნონ გავლენა მათსა და გარკვეულწილად საზოგადოებაზეც!

 

ამ თანადროულმა შავრაზმელებმა დროა გაიგონ ან კიდევ გავაგებინოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებზე აღარ სჭრის ეს მეთოდები!

 

ადამიანები კარგად არჩევენ ტყუილსა და მართალს!

 

ამიტომ იცოდეთ ნაცმურტალოებო დიდი ხანია დაძველებულია თქვენი მეთოდები, დაძველებული!

 

რომლებიც ასევე არანაირად აღარ ექვემდებარებიან განახლებას!” – წერს გვენეტაძე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner