logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყეს მათ დროს გაკეთებული და „შავი დღისთვის“ შემონახული ფარული ჩანაწერების კომპილაცია და გამოფენა
- +

7 მარტი. 2021. 01:30

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

“ნაცმოძრაობამ და სააკაშვილმა მათი მომსახურე ტელეარხებით როგორც ჩანს კონფლიქტის ახალი ფრონტი გახსნეს.

 

კერძოდ, დაიწყეს მათ დროს გაკეთებული და “შავი დღისთვის” შემონახული ფარული ჩანაწერების კომპილაცია და გამოფენა, თითქოს ეს ეხლა ხდება.

 

ისინი ყასიდად საუბრობენ დიალოგზე და კომპრომისებზე, იძულებით გადადეს აქციები, სამაგიეროდ ჩაანაცვლეს საინფორმაციო ომით და გასაგებია რა მიზნითაც.

 

მოკლედ, გამალებით ემზადებიან “რევოლუციისათვის” და რა რევოლუციაა თუ ჯერ დეზინფორმაციით არ გაჟღინთე საზოგადოებრივი სივრცე”, – წერს ანჯაფარიძე

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner