logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ - ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ
- +

7 მარტი. 2021. 10:25

 

 

„როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

 

„ევროპის საბჭოს პრეზიდენტი მედიატორობს და შეთანხმების გზებს ეძებს. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, დილის პიკეტის მოწყობისთვის, ოპოზიციას ბოდიშები და დაანონსებული აქციების გადადება უწევს. ევროპა მკაცრად აკვირდება, რამდენად კონსტრუქციულია ოპოზიცია დიალოგში და რეაქციებიც არ აყოვნებს. ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ჰაერში შეთანხმების სუნი ტრიალებს... ჰოდა, ჰოი საოცრებავ, რას აკეთებს ოპოზიცია, ალბათ რიგმა მოუწია და, ამჯერად - „ლელოსა“ და „ტვ პირველის“ ხელით. ...უკვე მერამდენედ. როცა შეთანხმება ახლოსაა, იწყებენ მაგიდის ატრიალებას. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ. ევროპის გზავნილი აშკარაა: ან იქცევიან კონსტრუქციულად და პასუხისმგებლიანად, ან რჩებიან სამი ტელევიზიის სტუდიებს შორის მომთაბარე მარგინალებად. არადა, როგორ ხელის გულზე დევს ყველაფერი... რა პასუხისმგებლობაზე და სამშობლოს სიყვარულზეა საუბარი, ერთადერთ მიზნად მოლაპარაკების ჩაშლა როცა გაქვს. ასე იცის, ხალხის ნაცვლად ბაბლზე რომ მუშაობ. გამოდით ბაბლიდან, გამოდით... გარეთ მზეა. ცაც, ტელესტუდიებისგან განსხვავებით, უღრუბლო. ხალხს დაენახეთ და ხალხი დაინახეთ. ხუთი წუთი მაინც დაფიქრდით რამეზე, ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზების ძიების გარდა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner