logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ეუთო/ოდირის დასკვნამ მსოფლიოს აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური და მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მავნებლობაა და არა პოლიტიკა
- +

7 მარტი. 2021. 11:00

 

 

„გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, რითაც დასტურდება ის, რაც ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი იყო, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც დაცული იყო თავისუფალი ნების გამოხატვის უფლება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე ოპოზიციას კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ სჯერათ მათ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების და რატომ სჯერათ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის?

 

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი სარგებლობს მაღალი სანდოობით და ავტორიტეტით, რაც ორგანიზაციამ საკუთარი საქმიანობით არაერთხელ დაამტკიცა. ანგარიშში შეჯამებულია როგორც წინასაარჩევნო, ასევე, კენჭისყრის დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი, სადაც ნათლად იკვეთება ტენდენცია, რომ ზოგადად საარჩევნო ციკლის დროს დაცული იყო დემოკრატიისთვის დამახასიათებელი მაღალი სტანდარტი. ქართული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელები დიდი ხანია ვამბობთ, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც სამწუხაროდ, ოპოზიცია არ ეთანხმებოდა. ოპოზიციასთან მაქვს ერთი კითხვა, გასაგებია რომ არ გჯერათ ქართული ორგანიზაციების, დღეს გამოჩნდა რომ არც საერთაშორისო ორგანიზაციების გჯერათ. კი მაგრამ ასეთ ურწმუნოებს მიხეილ სააკაშვილის რატომ გჯერათ? გახსენით თვალები და რაც მთავარია, გონება, გაუსწორეთ თვალი რეალობას და დაინახავთ, რომ ყველასგან მიტოვებული ხართ, ყველა მოგიწოდებთ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში, როგორც მეგობრები, ასევე, არამეგობრები. ეუთო/ოდირის დასკვნა კი თქვენთვის (ოპოზიციისთვის) ე.წ. საკონტროლო გასროლაა, რომელმაც კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ ქართველებს, არამედ მსოფლიოს აჩვენა რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო ლეგიტიმური და მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენება მავნებლობაა და არა პოლიტიკა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner