logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მერეველი მამუკა ხაზარაძეზე: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შეახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში, რა არაკაციც იყავი და ხარ
- +

7 მარტი. 2021. 12:28

 

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმად, ხაზარაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს.

 

როგორც მეტრეველი აცხადებს, როდესაც გლდანის ციხეში ხალხს მასობრივად კლავდნენ, ხაზარაძე მათ ქონებას იფორმებდა.

 

„მამუკა ხაზარაძეს გადაეცით - პრემიერის გადადგომა რა მოსატანია, ბატონო მამუკა! უფრო მეტიც, მთლიანად „ქართული ოცნების“ ელექტორატი „ლელოს“ გიერთდებით! ხუმრობა იქით იყოს და სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ზოგიერთი წესიერი ჩემი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი!

 

ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ. უფრო მეტიც, რეჟიმის შნირი იყო და როდესაც ხალხს გლდანის ციხეში მასობრივად კლავდნენ, თვითონ მათ ქონებას იფორმებდა და კიდევ რა ჩამოვთვალო, არ ვიცი! უამრავი ადამიანი მხვდება და ზოგი იმასაც კი მეუბნება, რომ იმდენი ნაცებს არ უქნიათ, რაც ხაზარაძემ ზემოდან დაგვიმატაო!

 

მოკლედ და გასაგებად - რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში, რა არაკაციც იყავი და ხარ“, - ამბობს მეტრეველი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner