logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: მიშისტებმა გააგდეს პოზნერი, ხვალ ნებისმიერ რუსს გააგდებენ ასე
- +

1 აპრილი. 2021. 15:40

 

 

რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელით ეხმაურება.

 

„ის, რაც მოხდა და რა ფორმითაც მოხდა, საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. ვიგინდარა მიშისტებმა გააგდეს პოზნერი. ხვალ ნებისმიერ რუსს გააგდებენ ასე.

 

ყველას აქვს უფლება, გააპროტესტოს მისთვის არასასურველი პირის სტუმრობა, გააპროტესტოს კოვიდ-რეგულაციებს დარღვევა.

 

მაგრამ ეგზალტირებული წვრილმანი ხულიგანი მოზარდების ქაჯობა (ანუ პროტესტის ფორმა) ცალსახად დასაგმობია.

 

ამ ვაი-პატრიოტებს რომ სამშობლო და ოკუპაცია ფეხზე ჰკიდიათ, ცხადია! ცხადია თუნდაც იმიტომ, რომ ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ რუსეთის მაღალჩინოსანისთვის საჯაროდ ბოდიშის მომხდელი ბურჯანაძე საკუთარი აქციების ტრიბუნაზე ჰყავთ შემოკოსებული.

 

საჭიროა სკრუპულოზური გამოძიება, რატომ და როგორ მოხდა სააკაშვილმა ჭუ...უ ბავშვების „პროტესტი“.

 

და აქ არანაირი უკან დახევა, არანაირი კომპლექსი, რომ ვინმე „ოკუპანტის მონას“ დაგვიძახებს, არ უნდა გვქონდეს.

 

ჩვენ უფრო მეტნი ვართ -  საღად მოაზროვნე ხალხი. ისინი კი ერთი საპნის ბუშტი ანგაჟირებული ჭუჭ...კელა მშიშრები გახლავან, რომელსაც 90 წლის პოზნერის გაგდება რუსეთის „მარცხი“ ჰგონიათ“, - წერს შალვა რამიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner