logo_geo
eng_logo
მირანდა მირიანაშვილი: მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო
- +

1 აპრილი. 2021. 16:15

 

 

მილიარდელი ქართველი მომღერალი მირანდა მირიანაშვილი, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სოციალურ ქსელში პირველ კომენტარს ავრცელებს.

 

„მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა. მიყვარს ჩემი ხალხი. ისინიც, ვინც მლანძღავს. არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს, ლაფი დაგვასხას მე, ჩემს ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით, ესაა, რასაც ამ წუთს განვიცდი!.. ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

 

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ახლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული, სიყვარულით, რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

 

გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს, თქვენ გაგიმარჯოთ ყველას, მაპატიეთ, თუ რამე გაწყენინეთ, არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

 

გთხოვთ, არ მომწეროთ კომენტარი, და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა, თითოეულს გითხრათ, რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ახლა მხდის ბედნიერს…“ - წერს მირიანაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner