logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: თბილისსა და საქართველოში კი კარგად ვიცით, ამ და ფოტოზე გამოსახულ სხვა პირთა „ჩაშკა-ლოჟკები“ ნაცსექტასთან და მის აპოლოგეტებთან
- +

1 აპრილი. 2021. 17:03

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსი მილიარდერის მეუღლის მირანდა მირიანაშვილის ქართველებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

 

მათ შორის არიან ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა, მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი და მუსიკოსი მარინა ბერიძე:

 

„პოზნერის მასპინძელი საქართველოში, რუსი მილიარდერის მეუღლე მირანდა მირიანაშვილი [წითლებში], ყოფილ პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად.

 

მირიანაშვილი და ანიტა რაჭველიშვილი [შუაში], წულუკიანის კულტურის მინისტრობაზე ტრაგიკომედია რომ მოაწყო.

 

მირიანაშვილი და „ტფილისი“.

 

პატარა თბილისსა და საქართველოში კი კარგად ვიცით, ამ და ფოტოზე გამოსახულ სხვა პირთა „ჩაშკა-ლოჟკები“ ნაცსექტასთან და მის აპოლოგეტებთან“, - წერს აბაშიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner