logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: გარდაიცვალა ჯონ მარტინი - დიდია მისი დამსახურება, რომ სწორედ საქართველო იქნა არჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველ სამოდელო ქვეყნად  
- +

1 აპრილი. 2021. 19:58

 

 

„69 წლის ასაკში გარდაიცვალა John Martin - მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, ლიდერი და უბრალოდ დიდი პიროვნება, საქართველოს დიდი მეგობარი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუდგა სათავეში ფარმაცევტულ კომპანია „Gilead”-ს და მოკლე დროში გადააქცია იგი მსოფლიო გიგანტად, უპირობო ლიდერად აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში.

 

სწორედ John Martin-ის დამსახურებაა, რომ აივ/შიდსი სასიკვდილო დაავადებიდან გადაიქცა ქრონიკულ მართვად ინფექციად, ხოლო C ჰეპატიტი ახლო მომავალში ელიმინირებული იქნება მსოფლიოში და დიდად საამაყოა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, საქართველო იქნება.

 

John Martin იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის სულისჩამდგმელი და დიდია მისი დამსახურება იმაში, რომ სწორედ საქართველო იქნა არჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად.

 

John Martin-ის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო მედიცინის ისტორიაში და საბოლოოდ დაიდებს ბინას ქართველთა გულებში, რამეთუ მარტო ჩვენს ქვეყანაში მისმა შექმნილმა მედიკამენტებმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით აივ/შიდსით და 70 ათასზე მეტ C ჰეპატიტით ავადმყოფს.

 

John Martin-ს ძალიან უყვარდა საქართველო, არაერთგზის სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა მის მხარდასაჭერად.

მას დიდი გეგმები ჰქონდა, რომელთა ბოლომდე შესრულება, სამწუხაროდ ვერ მოასწრო.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს”, - წერს ცერცვაძე „ფეისბუქზე“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner