logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, „ნაციონალი“ ვერასდროს გახდება
- +

1 აპრილი. 2021. 21:28

 

 

„დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, „ნაციონალი“ ვერასდროს გახდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„გუშინ და დღეს „ნაციონალები“ ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“, მხოლოდ მოყვარეზე ვრცელდება და არა - მტერზე.

შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“, ანუ, წესის ობიექტი სწორედ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ სჭირდება.

აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში. „ნაციონალი“ ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენ ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, „ნაციონალი“ ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, „ნაციონალი“, თავისი არსით, არის ანტივაჟა.

 

ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი, რომ ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც თავად არის, „ნაციონალი“ - ანტივაჟა.

ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო“, - წერს კობახიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner