logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ამ ყველაფრიდან მივიღეთ ის, რომ რუს ტურისტებს მათი კანონმდებლები მოუწოდებენ, საქართველოში არ ჩამოვიდნენ
- +

2 აპრილი. 2021. 02:14

 

 

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს და მის გარშემო განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„პროტესტი გამიგია გულწრფელი, ყველაზე და ყველაფერზე...

მაგრამ, ამაზრზენია, როცა უყურებ ამ ჯოგს, რომელთა უფროსებს გვერდზე უზით ბურჯანაძე, პუტინის მადიდებელი, მასპინძლობენ ნიკიტა მიხალკოვს 2008 წლის ომის შემდეგ, ჰყავთ თავიანთ რიგებში რუსეთის მოქალაქენი, და იქ საცეკვაოდ და სამღერად წასულნი, და ქვეყანას აყენებენ უდიდეს ზიანს.

მათი სიის პირველი ნომერი მთელი ცხოვრება "Ларису Ивановну хочу"-ს გაიძახოდა, თან არა მარტო ფილმში. მათი პარტიის ლიდერი წავიდა პარტიიდან, რომ მის ცოლს ნოვისიბირსკში ეცეკვა.

რამდენი ნომრიანი ან გავლენის აგენტია რუსული სპეცსამსახურების, ეს კიდევ არავინ იცის.

ამ ყველაფრიდან მივიღეთ ის, რომ რუს ტურისტებს მათი კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ საქართველოში არ ჩამოვიდნენ.

მიზანი მიღწეულია, სწორედ ეს იყო მთავარი, რომ ჩამოქცეულიყო საქართველოს ეკონომიკა, ჩაკეტილიყო ტურისტული საზღვრები და ქვეყანაში შექმნილიყო ცუდი ფონი.

რუსეთის ტურისტების რაოდენობა პანდემიამდე (2019) იყო 16%. ანუ საქართველომ შეიძლება 700 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი დაკარგოს“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner