logo_geo
eng_logo
კობა ჭუმბურიძე: გურამისნაირები არ კვდებიან, მისი უდიდებულესობა ქართული ენა უზრუნველყოფს ამას
- +

6 აპრილი. 2021. 03:04

 

 

მწერალი, პოეტი კობა ჭუმბურიძე, კლასიკოს მწერალთან, გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრას იხსენებს:

 

„ოთხმოციანების დასაწყისია და ახალგაზრდულ კლუბში მოვიწვიეთ.

ის დროა, მასზე რომ ლაპარაკობს მთელი საქართველო და მისი ცოცხლად ნახვა რომ აქვს ყველას ოცნებად გადაქცეული.

იმ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ჩვენს კლუბში ორჯერ მეტი ადამიანი ეტევა. გურამი ხმამაღლამოლაპარაკე არ იყო და დარბაზში ორი საათი სუნთქვა არ ისმოდა სხვისი...

შეხვედრის მომზადებისას წამყვანმა მისთვის დასასმელი კითხვები წაგვიკითხა და ერთზე შეჩერდა - ეს უნდა ვკითხო აუცილებლად - რას გულისხმობდით კაცში, რომელსაც გრამატიკა დიდად არ ეხერხებოდაო.

თქვენ რას ფიქრობთო?

მე ვუთხარი - იცელქა მეთქი. გავიცინეთ ყველამ.

როცა ეს კითხვა დაუსვა წამყვანმა, გურამმა უპასუხა - ეს ჩემი სამწერლო ცელქობა იყოო. სიამაყით გავიფხორე.

გვიამბო გურამმა, როგორ ატკინეს გული "სამოსელი პირველის" მკვახე კრიტიკით. იქვე თქვა - რისი თქმაც მინდოდა, ზუსტად გადმოსცა ახალგაზრდა კრიტიკოსმა გია ბენიძემო.

მეც ძალიან განვიცდიდი იმ კრიტიკას და იმიტომ ჩამრჩა მეხსიერებაში.  როცა ვაცილებდით, პალტო მივუმარჯვე.

მან კი იდაყვები უკან გაბზიკა და თქვა

- ექიმო, ასე რო ვშვრები, მტკივაო.

- შენც ნუ იზამ მასეო.

- აბა პალტო როგორ ჩავიცვაო...

...

გურამისნაირები არ კვდებიან. მისი უდიდებულესობა ქართული ენა უზრუნველყოფს ამას“, - წერს ჭუმბურიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner