logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ხალხო, ნეტავ ახლა მაინც თუ ხვდებით, როგორ უვიცთა და რანაირ დუპლეტთა ხელში ვიყავით?!
- +

7 აპრილი. 2021. 00:39

 

 

„ხალხო, ნეტავ ეხლა მაინც თუ ხვდებით (და ვიცი, რომ ხვდებით), როგორ უვიცთა და რანაირ დუპლეტთა ხელში ვიყავით?!“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებას, რომლის თანახმად კაპანაძემ აღნიშნა: „არავინ უარყოფს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.

 

„ეგეთზე იტყვიან ხოლმე, თავი მარტო ბალიშზე დასადებად აბიაო. თუმცა!

აშკარადა სჩანს, კვლევა-ძიება აღარც კი არის საჭირო, ამას თავი ბალიშზე დასადებადაც არ აბია... რავი, ჩემი აზრით, მხოლოდ წამოსარტყმელად თუ გამოდგება!

დიახ, სადაც დაინახავთ, უნდა წამოარტყათ და გაიაროთ, ეს თქვენი ვალია!

არა, ეს დებილი განა სიმართლეს არ ამბობს?

რა თქმა უნდა, ამბობს და იმასაც ამტკიცებს, რუსეთის დანომრილი აგენტი გახლავართო.

თანაც მარტო მე არაო, ჩვენ ყველანი რუსეთის აგენტები ვართო... ამიტომაც ვუწოდეთ კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი და ვაჩუქეთ დედა რუსეთსო... ამიტომაც ავაოხრებინეთ და ჩავაბარეთ 150-მდე სოფელიო... შემდეგ რუსებს გადავეცით 70-ზე მეტი სტრატეგიული ობიექტიო.

ისე, საინტერესოა, ავტობუსებით ბუშტები, შუშხუნები და დროშები რომ მიჰქონდათ ცხინვალში, ამაზე რას იტყვის ეს არამზადა, რა ჯანდაბად გვინდოდაო? ბუშტები ცაში უნდა გაგვეშვაო? ფოიერვერკებიცო? დიდი ზეიმი უნდა გაგვემართა ცხინვალის ცენტრშიო?

თუმცა! არ გამოვიდაო?

ხალხო, ნეტავ ეხლა მაინც თუ ხვდებით (და ვიცი, რომ ხვდებით), როგორ უვიცთა და რანაირ დუპლეტთა ხელში ვიყავით?!“, - წერს ზედელაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner